შონ ო'მალიმ მარლონ ვერასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა
შონ ო'მალიმ მარლონ ვერასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა

7 ივნისს ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC 250) გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის დაუმარცხებელმა მებრძოლმა შონ ო’მალიმ (12-0). მან ედი ვაინლენდი პირველი რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

მოპოვებული წარმატების შემდეგ შონ ო’მალიმ რამდენიმე მებრძოლთან მოისურვა ოქტაგონზე ასვლა. ერთ-ერთი ასეთი ათლეტი მარლონ ვერაა. „ჩიტოსა“ და ო’მალის ბრძოლა თავდაპირველად UFC 239-ზე იყო ჩანიშნული, თუმცა საბოლოოდ ეს დაპირისპირება არ შედგა.

„მარლონ ვერა არის მებრძოლი, რომელთანაც სიამოვნებით გავმართავდი ბრძოლას. ნამდვილად არ ვიცი ვინ იქნება შემდეგი, ეს ყველაფერი შონ შელბიზე არის დამოკიდებული. საბოლოოდ ყველაფერს ორგანიზაცია წყვეტს და ეს ფაქტია. მე ვესაუბრე დანა ვაიტს ორშაბათს და მან მითხრა, რომ სურს ჩემი ბრძოლებს ხილვა. მას სურს, რომ მე ვიყო აქტიური. გპირდებით, რომ ჩემპიონის ტიტულს აუცილებლად მოვიპოვებ“, – განაცხადა ო’მალიმ BJPENN-თან ინტერვიუს დროს.

შეგახსენებთ, რომ ო’მალი ედი ვაინლენდის დამარცხების შემდეგ რეიტინგში დააწინაურეს და ის ახლა ქვემსუბუქი (bantamweight) დივიზიონის ნომერ მე-15 მებრძოლია.