შონ ომალიმ ჰუგო ალმეიდა ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები #1TVSPORT
ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში UFC 260 შედგა, სადაც მძიმე წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა. ფრენსის ნგანუმ სტიპე მიოჩიჩი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ვისენტე ლუკემ ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლის პირველ რაუნდში მტკივნეული ილეთით (Darce choke) მოუგო.
შონ ომალიმ მარლონ ვერასთან წაგებული ბრძოლის შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა. ომალიმ ჰუგო ალმეიდას მესამე რაუნდში ნოკაუტით სძლია.
მირანდა მავერიკი, რომელმაც UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში ლიანა ჯოჯუა დაამარცხა, ამჯერად გამოცდილ ჯილიან რობერტსონს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 30-27 და 29-28).
ჯეიმი მულარკიმ ქამა ვორთი პირველი რაუნდის პირველივე წუთზე ნოკაუტით დაამარცხა.
ალონზო მენიფილდმა დებიუტანტ ფაბიო ჩერანტს მტკივნეული ილეთით სძლია (Von Flue choke).
აბუბაქარ ნურმაგომედოვმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა ჯარედ გუდენთან დაპირისპირებაში (30-27, 30-27 და 30-27).
მიქალ ოლეკსიჟუკმა მოდესტას ბუკაუსკასი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა (29-28, 28-29 და 29-28).
გიგა ჭიკაძესთან დამარცხებულმა ომარ მორალესმა შეინ იანგს მოუგო (30-27, 30-27 და 30-27).
მარკ ანდრე ბარიაულტმა აბუ აზაიტარი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.