შმაგი და გელა ბოლქვაძეები კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავნები – ფრიდონ აბულაძე (60 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგან შმაგი და გელა ბოლქვაძეები, ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. შმაგიმ ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ ულვი განიზადეს 4:1 სძლია და პირველი ადგილისთვის უნგრელ სპორტსმენს შეხვდება. გელა ბოლქვაძემ კი გერმანელი პასკალ ეისელე 3:1 დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ მოჭიდავეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება.
დღესვე, ბუდაპეშტში ფინალურ ბლოკში ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მედლების პირველი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლებისთვის ქართველები იბრძოლებენ.
ფინალში ნუგზარ წურწუმია (55 კგ) აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის დაუპირისპირდება. აზერბაიჯანელი მეტოქე ეყოლება ფინალისტ ლერი აბულაძესაც (63 კგ) – ტელეჰ მამადოვი.
87კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლისთვის რობერტ კობლიაშვილი იჭიდავებს.