შმაგი ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, აივენგო რიკაძემ - ბრინჯაო [ვიდეო] #1TVSPORT
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ქართველი შმაგი ბოლქვაძე (72კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან სომეხი ამოიანი დამაჯერებლად დაამარცხა.
პირველ ნახევარში იყო საინტერესო ეპიზოდი, როდესაც შმაგის მეტოქის მწვრთნელებმა ჩელენჯი მოითხოვეს, რის შემდეგ იმის ნაცვლად, რომ ქულები ამოიანს მიმატებოდა, მსაჯებმა სამი ქულა ბოლქვაძეს მიანიჭეს და საწყისი სამწუთეული ჩვენიანმა 3:1 მოიგო.
მან ეს უპირატესობა კიდევ უფრო განავრცო, 4:1 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
მესამე ადგილისთვის იჭიდავა აივენგო რიკაძემ (82), რომელმაც სომხეთის წარმომადგენელი კარაპეტ ჩალიანი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყალაბაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.