შიო ხეცურიანი: დინამოში აქცენტს არა ლეგიონერებზე, არამედ ქართველ ბავშვებზე გავაკეთებთ
„ჩვენი მიზანი ლეგიონერების ჩამოყვანა და ამ გზით გაძლიერება არ არის“ – ამბობს ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი, რომელმაც NBA-ს ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიასთან ერთად საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და კლუბის ბაზა შეიძინა.
თბილისის „დინამო“ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბია, არის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის ჩემპიონი.
„ჩვენი მიზანია „დინამოს“ მომავალი თაობები გავუზარდოთ, რომლებიც 5-6 წელიწადში ძლიერ გუნდს ჩამოაყალიბებენ. ამავე დროს, გვსურს, რომ გამორჩეულ ახალგაზრდებს ევროპასა და ამერიკაში წინსვლაში შანსი მივცეთ“ – განაცხადა ვეტერანმა კალათბურთელმა პირველ არხთან.