შინდისის გზაზე, მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს [ფოტო]
შინდისის გზაზე, მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს [ფოტო]

წავკისში, შინდისის გზაზე, მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სამართალდამცველები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდნენ.

ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, წავკისთანაც, სადაც რამდენიმე საათის წინ მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას, ავტომობილში გარდაიცვალა.

შინდისის გზაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ორი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდები ბიძაშვილები იყვნენ.

დაპირისპირების შედეგად დაჭრილი 35 წლის მამაკაცი კლინიკა „პინეოში“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს, არსებული ინფორმაციით, ის თავად წავიდა საავადმყოფოში. ჟურნალისტებისთვის ჯერ არ არის ცნობილი, რომელ კლინიკას მიმართა დაშავებულმა.