“საბურთალომ” გასაძლიერებლად ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელთან შეთანხმება მოახერხა – 24 წლის ლაშა შინდაგორიძემ, რომელიც ერთი წელია, რაც თბილისელთა ღირსებას იცავს, გუნდთან ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
შემტევმა ნახევარმცველმა დასრულებულ ჩემპიონატში “საბურთალოში” კარგი სეზონი ჩაატარა და 36 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა, რაც კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.