შევჩენკომ შეიძლება ბოსნიის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
შევჩენკომ შეიძლება ბოსნიის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT

ლეგენდარული უკრაინელი ფორვარდი ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.

როგორც ინტერნეტგვერდი BH Live წერს, შევჩენკო ერთ-ერთი პრეტენდენტია ბოსნიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამ მომენტისთვის უკრაინელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ფეხბურთის ადგილობრივ ფედერაციასთან კონტრაქტის დეტალებზე.

შევჩენკო უკრაინის ნაკრებს ავარჯიშებდა 2016-21 წლებში და „ჯენოას“ – 2021-22 წლებში. ამ კლუბიდან გათავისუფლების შემდეგ ის უმუშევარი დარჩა.