ლეგენდარულმა უკრაინელმა ფორვარდმა, ანდრეი შევჩენკომ თავის ყოფილ კლუბს, „მილანს“ „შახტარის“ 21 წლის ნახევარმცველის, გეორგი სუდაკოვის შეძენა ურჩია.
„ფეხბურთელი, რომელსაც შემიძლია, რეკომენდაცია გავუწიო? სუდაკოვს დავასახელებდი, რომელსაც უკრაინის ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ. ჩემთვის ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“, – განაცხადა შევჩენკომ ვებდვერდ Tuttomercatoweb-თან კომენტარში.
ამ სეზონში სუდაკოვმა „შახტარის“ რიგებში ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.