გორის „დილას“ კაპიტნის, ლექსო კვახაძის დამატების შემდეგ, ეროვნული ლიგა 2-ის „შევარდენი 1906“-მა კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა – გუნდში რინარ ვალეევი ითამაშებს.
30 წლის უკრაინელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა კარიერა ოდესის გუნდებში დაიწყო: „სიგნალში“, „ივანსა“ და „მარიონში“, შემდეგ კი „ჩერნომორეცში“ გადავიდა. უთამაშია ალჩევსკის „სტალში“, კიევის „ობოლონში“, კრივოი როგის „კრივბასში“, პავლოდარის „ირტიშში“, „ილიჩივეცში“, კრივოი როგის „გორნიაკში“.
ვალეევისთვის საქართველო მეოთხე ქვეყანაა, სადაც ლეგიონერის სტატუსით ითამაშებს. „შევარდნამდე“ კი მოურგია ჰოლანდიური „დე გრააფსხაპის“, მოლდოვური „დაჩიასა“ და ბელარუსულ „ისლოჩის“ ფორმა.
„შევარდენის“ ადმინისტრაციის ცნობით, რინარ ვალეევი იუნკერების რიგებში სეზონის ბოლომდე დარჩება.