„შევარდენი 1906“ ლეგიონერებით გაძლიერდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„შევარდენის“ რიგებში 2019 წლის ბოლომდე ნემანია ობრენოვიჩი ითამაშებს – 23 წლის სერბი ნახევარმცველი წლების განმავლობაში სერბული კლუბების „ზემუნის“, „ანკარანის“, „კოლუბარას“, „სინიელიჩისა“ და უზიჩეს „სლობოდას“ ღირსებას იცავდა, „შევარდენს“ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა „შევარდენს“ იანის კრუმინსიც – 27 წლის ლატვიელი მეკარე „იუნკერების“ ღირსებას 2019 წლის ბოლომდე დაიცავს. თამაშობდა ლატვიურ „ოლიმპსში“, „დაუგავაში“, „იურმალასა“ და „იელგავაში“, ასევე უასპარეზია კვიპროსული „აკრიტას ჩლორაკასის“ და „პაფოსის“ რიგებში.