„შევარდენი 1906“-მა ამ სეზონში პირველად მოიგო - „ჩიხურა“ სახლში დამარცხდა #1TVSPORT
„შევარდენი 1906“-მა ამ სეზონში პირველად მოიგო - „ჩიხურა“ სახლში დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-6 ტური დაიწყო. პირველ მატჩს ივანწმინდას სტადიონმა უმასპინძლა, სადაც საჩხერეს „ჩიხურამ“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და დამარცხდა.

შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. 29-ე წუთზე ბექა გვარაძემ საჩხერელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:0 „შევარდენი 1906“-ის სასარგებლოდ, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 3 ქულა პირველად მოიპოვა.

 

მე-6 ტურის დანარჩენი მატჩები შემდეგი განრიგით გაიმართება:

 

სამშაბათი, 6 აპრილი

მერანი მრ – სიონი

15:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

 

ოთხშაბათი, 7 აპრილი

ვიტ ჯორჯია – გარეჯი

14:00. გლდანის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი

მერანი თბ – რუსთავი

15:00. სპაერის სტადიონი – თბილისი

 

ხუთშაბათი, 8 აპრილი

გაგრა – დინამო ზგ

13:00. ცენტრალური – კასპი