შესანიშნავი დებიუტი ევრო 2022-ზე - საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა ევრო 2022-ზე, რომელსაც ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაცია 4-11 ივნისს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ატარებს და სადებიუტო შეხვედრაში წარმატებას მიაღწია.
ბესიკ არველაძის გაწვრთნილი საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები „ც“ ჯგუფში მოხვდა და საქართველოს ისტორიაში ტურნირზე პირველად მონაწილეობს. მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე გამორჩეული სპორტსმენებით. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფუტსალის ლიგის პსპ-ს დამრიგებელია ბესო არველაძეა.
მინი ფეხბურთი ფუტსალისგან ბევრი რამით განსხვავდება – მოედანი და კარი უფრო დიდია, ტაიმი 20-ის ნაცვლად 25-წუთიანია, წინ 4-ის ნაცვლად 5 მოთამაშეა, თამაში არა პარკეტზე, არამედ ბუნებრივ საფარზე ტარდება. ამ სახეობაში თამაშობენ 5 ზომის ბურთით, რასაც კლასიკურ ფეხბურთში იყებენ, ხოლო ფუტსალს თამაშობენ უფრო პატარა, 4 ზომის ბურთით, აუტს ხელით აწვდიან.
ევროპის ჩემპიონატში საუკეთესო 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. ტურნირი ამავე დროს 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც გახლავთ.
ჩვენმა გუნდმა პირველი მატჩი მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში 37-ე წუთზე გიორგი აფციაურმა გახსნა, ხოლო ბოლო, 50-ე წუთზე მანვე მოედნის ცენტრში მეკარის გადაცემა ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დუბლით დააფიქსირა – 2:0 საქართველის ნაკრების სასარგებლოდ.
„ც“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბულგარეთმა ავსტრია 4:1 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებთან ერთად გალიდერდა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი ხვალ, 6 ივნისს, 21:30 საათზე სწორედ ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.