შესანიშნავი ბრძოლა ლას ვეგასში - დასტინ პორიემ დენ ჰუკერი დაამარცხა
ლას-ვეგასის „აპექსის“ დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი გაიმართა. დღის მთავარი ბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) ყოფილ დროებით ჩემპიონ დასტინ პორიესა და დენ ჰუკერს შორის ჩატარდა.
ხუთი რაუნდის შემდეგ მსაჯებმა „ბრილიანტის” გამარჯვება ერთსულოვნად დააფიქსირეს (48-47, 48-47 და 48-46). როგორც მოსალოდნელი იყო მებრძოლებმა დგომში საკმაოდ ბევრი დარტყმა გაცვალეს. პორიე საკმაოდ წარმატებით იყენებდა მარჯვენა ხელით დარტყმას, ხოლო ახალ ზელანდიელი ფონს გასვლას ფეხის უძლიერესი დარტყმებით ცდილობდა.
ტექნიკური პირველი რაუნდის შემდეგ, მეორე რაუნდში უპირატესობას პორიე დაეუფლა და მეტოქეს რამდენიმე სერიოზული დაზიანებაც მიაყენა. ჰუკერმა მთელი ბრძოლის განმავლობაში რამდენიმე ისეთ დარტყმას გაუძლო, რომელსაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მებრძოლი ვერ აიტანდა.
შედეგად ხაბიბ ნურმაგომედვოთან მარცხის შემდეგ პორიემ აქტივში მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვება ჩაიწერა.