ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეშმა, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს.
როგორც ირკვევა, 26 წლის ფეხბურთელს ზაფხულში „სტემფორდ ბრიჯზე“ კარიერის გაგრძელების შანსი ექნება. ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია მაროკოელი ნახევარმცველის წარმომადგენლებთან, ტრანსფერის თანხა კი 45 მილიონი ევრო იქნება.
აღნიშნავენ, რომ „ჩელსი“ გეგმავდა ზიეშის გაფორმებას ჯერ კიდევ იანვარში, მაგრამ „აიაქსმა“ ფეხბურთელის მიმდინარე სეზონის ბოლომდე დატოვება განიზრახა. ზიეშის კონტრაქტი ნიდერლანდურ გრანდთან 2022 წლის ივნისში იწურება.
წლევანდელ სეზონში ზიეშმა ერედივიზიონში 18 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.