შესაძლოა, ყაზახეთში საფეხბურთო ჩემპიონატი არ დასრულდეს
შესაძლოა, ყაზახეთში საფეხბურთო ჩემპიონატი არ დასრულდეს

ქალაქ ალმატის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ჟანდარბეკ ბეკშინმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებულებას, რომელშიც მითითებულია კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული აკრძალვები – აქედან გამომდინარე, ყაზახური გამოცემა „პროსპორტსი“ ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საფეხბურთო ჩემპიონატი აღარ დასრულდეს.

საქმე ისაა, რომ აკრძალვა შეეხო ყველა ღონისძიებებას, მათ შორის ღია ცის ქვეშ. ასევე შეეხო ყველა სპორტული ობიექტის საქმიანობას (სპორტული მოედანი, კომპლექსები, კლუბები, სექციები, საცურაო აუზები და ა.შ.), ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ აკრედიტებული სპორტული ბაზების გარდა. აკრძალულია ინდივიდუალური ვარჯიში ღია ცის ქვეშ.

ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობა კი აპირებდა, რომ ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები ალმატის სტადიონებზე გაემართა. ჩემპიონატი ორჯერ შეჩერდა – ყაზახეთის პრემიერლიგის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მესამე ტურის მატჩების შემდეგ მიიღო. სეზონი ივნისში განახლდა, მაგრამ ისევ შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში პანდემიამდე ორი ქართველი სპეციალისტი მუშაობდა და შვიდი ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ ამჟამად ხუთი ფეხბურთელი დარჩა: შიმკენტის „ორდაბასის“ კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე ავარჯიშებენ, კოსტანაის „ტობოლში“ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ზარანდია თამაშობდნენ, მაგრამ ზარანდიას იჯარა დაუსრულდა და ბელგიაში „ზულტე ვარეგემს“ დაუბრუნდა. კიზილორდას „კაისარში გუჯა ლობჟანიძეა, პეტროპავლოვსკის „კიზილჯარაში“ – შოთა გრიგალაშვილი და თამაზ ცეცხლაძე, ხოლო პავლოდარის „ირტიშში“ – ლევან კუტალია იყო. თუმცა, ეს გუნდი დაიშალა და ფეხბურთელმა ის დატოვა.