ესპანური პრესის ინფორმაციით, თომას ტუხელი მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიეგო სიმეონეს შეცვლის მთავარი პრეტენდენტია.
სიმეონე – მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია, მაგრამ მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა ლა ლიგას ცხრილში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. როგორც ესპანური გამოცემა Fichajes წერს, „ატლეტიკოში“ ტუხელი იდეალურ სპეციალისტად მიაჩნიათ იმისთვის, რომ გუნდი გამოაცოცხლოს.
ამ მომენტისთვის 49 წლის ტუხელი უმუშევარია – სექტემბრის დასაწყისში გერმანელი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.