შესაძლოა, სტიპე მიოჩიჩის დამარცხების შემთხვევაში, დენიელ კორმიემ კარიერა დაასრულოს
შესაძლოა, სტიპე მიოჩიჩის დამარცხების შემთხვევაში, დენიელ კორმიემ კარიერა დაასრულოს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მოახლებულ საბრძოლო ღამეს (UFC 241) მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება. შესაძლოა, გულშემატკივარმა დენიელ კორმიე ოქტაგონზე მიმდინარე კვირას ბოლოჯერ იხილოს.

„ბლიჩერ რეპორტთან“ მიცემულ ინტერვიუში „დი სიმ“ საკუთარ კარიერაზე და მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„მე კმაყოფილი ვარა ჩემი კარიერით აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში. ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი ვიყავი და უმაღლეს მწვერვალებს მივაღწიე. იმ შემთხვევაში, თუ მე დავამარცხებ სტიპეს, დიდი შანსია, რომ სპორტული კარიერა სწორედ ამ ბრძოლით დავასრულო. თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერი მაქვს. ამჟამად მხოლოდ მიოჩიჩთან დაპირისპირებაზე ვფიქრობ“, – აღნიშნა კორმიემ.

დენიელს შეკითხვა ჯონ ჯონსთან შესაძლო მესამე ბრძოლაზეც კითხეს, რაზეც „დი სიმ“ ასე უპასუხა – „მე დავამტკიცე, რომ ამ სპორტში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ და ეს ჯონსის დამარცხების გარეშე შევძელი. მე მასთან არაფერი მაქვს გასარჩევი. წარმოიდგინეთ რომ ჩვენ საერთოდ არ გვეჩხუბა, მაშინ ხომ არავინ იკითხავდა მსურს თუ არა ჯონსის დამარცხება, იმისათვის რომ ჩემი პოზიციები განვიმტკიცო? ასე რომ, არა მეგობრებო, მე არ მჭირდება ჯონსთან ბრძოლა. ეს უფრო მისთვის არის საინტერესო.“