შესაძლოა, რადამელ ფალკაო „ატლეტიკოში“ დაბრუნდეს
შესაძლოა, რადამელ ფალკაო „ატლეტიკოში“ დაბრუნდეს

ფრანგული „მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ესპანეთში აპირებს დაბრუნებას და მადრიდის „ატლეტიკო“ მის ნაბიჯს ყურადღებით დააკვირდება, იტყობინება ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.

გაზეთის აზრით, მადრიდელებს ახლა კოლუმბიელის მსგავსი ფორვარდი არ სჭირდებათ, თუმცა მათ არც ალვატო მორატა სჭირდებოდათ ცოტა ხნის წინ, ამიტომ გამორიცხული ახლაც არაფერია.

33 წლის ფალკაომ „ატლეტიკოში“ 2011-13 წლებში ითამაშა, 83 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა, შემდეგ კი „მონაკოში“ გადავიდა, სადაც 113 მატჩში 79-ჯერ აიღო მოტოქეების კარი.