ქუთაისის ტორპედოში შესაძლოა ჩინელი ინვესტორები დაბრუნდნენ
ქუთაისის ტორპედოში შესაძლოა ჩინელი ინვესტორები დაბრუნდნენ

ქუთაისის „ტორპედოში“ შესაძლოა ჩინელ ინვესტორთა ჯგუფი დაბრუნდეს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს.

მართალია, კლუბის მეპატრონემ „ტორპედოს“ წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრება დათქმულ დროს, 5 ივნისს ვერ შეძლო, თუმცა ჩინელ ინვესტორთა ჯგუფთან მოლაპარაკება მოულოდნელად განახლდა.

ლაპარაკია „ტორპედოში“ რამდენიმეწლიანი პროექტის განხორციელებაზე. ამის თაობაზე გუშინ ჩინელ ინვესტორთა ჯგუფი ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას შეხვდა და გუნდის დაფინანსების საკითხი განიხილა.

ჯერჯერობით, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ჩხეტიანიც რჩება და გუნდიდან ჯერ არც ფეხბურთელები წასულან, რადგან გაჩნდა იმედი, რომ ევროპის ლიგის მატჩებამდე მდგომარეობა გამოსწორდება. რამდენად რეალურია ეს იმედი და კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღეს ქუთაისის მერთან შეხვედრაზე, მალე გახდება ცნობილი.