შესაძლოა, პოლ პოგბა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ გაყიდოს ან კონტრაქტი შეუწყვიტოს, – ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
პოგბა „იუვენტუსში“ 2022 წლის ზაფხულში დაბრუნდა და ტრავმის გამო ტურინელთა შემადგენლობაში დღემდე ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
ევროპულ პრესაში იწერება, რომ დიდია ალბათობა, ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებულ კლუბს დამატებით 20 ქულაც ჩამოაკლონ, რაც ტურინულ გრანდს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სატურნირო ცხრილის აუტსაიდერად აქცევს.