ნეიმარმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედთან პირველი მატჩი გამოტოვოს
ნეიმარმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედთან პირველი მატჩი გამოტოვოს

პარი სენ-ჟერმენის ლიდერმა ნეიმარმა საფრანგეთის თასის 1/16 ფინალის მატჩში ტრავმა მიიღო. პარიზულმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ 26 წლის ბრაზილიელს იგივე პრობლემები აქვს მარჯვენა ფეხთან დაკავშირებით, რაც გასულ სეზონში ჰქონდა, როცა რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწია.

„პირველმა შემოწმებამ მარჯვენა ფეხის ძვლის დაზიანება აჩვენა. მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება აღდგენის პროცესი უახლოეს დღეებში. ყველა თერაპიული ვარიანტი უნდა იყოს განხილული“, – წერია განცხადებაში.

პარი სენ-ჟერმენში არ გამორიცხავენ, რომ ნეიმარმა  მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი გამოტოვოს. თამაში 12 თებერვალს „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება.