შესაძლოა, მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს
შესაძლოა, მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა იმაზე, თუ როდის უნდა ველოდოთ კლუბის ლიდერის, ლეონელ მესის მწყობრში ჩადგომას.

ამერიკაში გამგზავრებამდე, არგენტინელმა ვარსკვლავმა მარჯვენა ფეხის კუნთის ტრამვა მიიღო.

„ახლა ის აღდგენით პროცესს გადის და არ ვიცი, ესპანეთის ჩემპიონატის სტარტისთვის მზად იქნება თუ არა“, – ციტირებს გამოცემა „გოლი“ ვალვერდეს.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება.