შესაძლოა, ლუის სუარესი აპრილის ბოლოს დაბრუნდეს
შესაძლოა, ლუის სუარესი აპრილის ბოლოს დაბრუნდეს

„ბარსელონას“ ფორვარდის ლუის სუარესის აღდგენის პროცესი მენისკზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, განრიგის გადაჭარბებით მიმდინარეობს, – წერს გაზეთი „მარკა“.

იტყობინებიან, რომ ურუგვაელი, შესაძლოა, სეზონის დასრულებამდე დაბრუნდეს მინდორზე. სუარესი უკვე ყავარჯნების გარეშე გადაადგილდება. თავად ფეხბურთელს მიაჩნია, რომ შეძლებს აპრილის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშს, თუ ამ ეტაპამდე „ბარსელონა“ გასვლას მოახერხებს.

თუ ამ დროისთვის ფორვარდი მართლაც მოასწრებს აღდგენას, მაშინ ესპანეთის ჩემპიონატში შეძლებს „ესპანიოლის“, „ვალიადოლიდის“, „ოსასუნასა“ და „ალავესის“ წინააღმდეგ თამაშს.

ტრავმამდე სუარესმა ამ სეზონში 23 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა.