ლაშა დვალმა, შესააძლოა, კარიერა ყველაზე ტიტულოვან კვიპროსულ კლუბში, ნიქოზიას „აპოელში“ გააგრძელოს, სადაც გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ – საქართველოს ნაკრებისა და „ფერენცვაროშის“ მცველზე ინფორმაციას კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.
„აპოელი“ ეძებს ფეხბურთელს, რომელიც გააძლიერებს მათი დაცვის ცენტრს. ახალი გაჟონილი სახელით თუ ვიმსჯელებთ, ეს ფეხბურთელი ლაშა დვალია – 27 წლის ქართველი ცენტრალური მცველი, რომელიც „ფერენცვაროშში“ 2019 წლის იანვრიდან თამაშობს. ის არის ერთ-ერთი რამდენიმე ცენტრალური მცველის კანდიდატურებიდან, რომლებიც შესთავაზეს „აპოელს“ და სოფრონის ავგუსტისის (მწვრთნელი) სიის სათავეშია. ჩვენი ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია. თეორიულად, თუ ლურჯ-ყვითლებმა მასთან მოაწერეს ხელი, ეს სატრანსფერო წარმატება იქნება. „ფერენცვაროშთან“ ერთად, დვალმა ზედიზედ სამი ჩემპიონატი მოიგო და ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს“, – წერს „სპორტ FM.
27 წლის ცენტრალურმა მცველმა საქართველოს ნაკრებში 25 მატჩი ჩაატარა და „ფერენცვაროშთან“ ერთად ჩემპიონობა ზედიზედ სამჯერ იზეიმა. მან უნგრეთის ჩემპიონის ფორმით ჩაატარა 63 თამაში (2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), მაგრამ გასულ სეზონში ტრავმებისა და კორონავირუსის გამო დიდი დრო გაუცდა და მხოლოდ 6 მატჩი ითამაშა.
შეგასენებთ, რომ ლაშა დვალი ვილი სანიოლმა ივლისის სანაკრებო შეხვედრებზე გამოძაიხა და ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი ბულგარეთთან 12 ივნისს ჩაატარა.
დვალი „საბურთალოს“ აღზრდილია. ასევე ჩაირიცხა „რედინგში“, მაგრამ ინგლისში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და იჯარით გაუშვეს „სკონტოში“, „ქასიმგაშაში“, „დუისბურგში“, შემდგეგ იყო „შლიონსკი“, პავლოდარის „ირტიში“ და „პოგონი“.