შესაძლოა, ლა ლიგაში მეორე ქართველმაც ითამაშოს - გაგუა „ალავესის“ განაცხადში პირველად მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
შესაძლოა, ლა ლიგაში მეორე ქართველმაც ითამაშოს - გაგუა „ალავესის“ განაცხადში პირველად მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო, 37-ე ტურში, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის შემდეგ, მოედანზე მეორე ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ – „დეპორტივო ალავესის“ განაცხადში, რომელიც „კადისს“ მასპინძლობს, გიორგი გაგუა მოხვდა.

„გიორგი გაგუა „კადისის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადშია! Vamos Gagu“ – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ქართველი თავდამსხმელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

დეპორტივო ალავესმა“ დღეს დილით დაასრულა სეზონის ბოლო მატჩისთვის მზადება, გუნდთან ერთად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ვარჯიშობდა, რომელიც სარეზერვო შემადგენლობის მოთამაშეა.

ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა „კადისისთვის“ აქვს და შეძლებს თუ არა გუნდი დაქვეითების ზონიდან თავის დაღწევას, ესაა მთავარი კითხვა. რაც შეეხება „დეპორტივო ალავესს“, მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია – გუნდი ბოლო ადგილზეა და მომდევნო სეზონში სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდება. ეს გასულ კვირას გადაწყდა, როდესაც „ლევანტემ“ 3:1 დაამარცხა.

კადისთან“ მოგების შემთხვევაშიც, „ალავესი“ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს. ასე რომ, ახლა გუნდი ამ მატჩში უახლოეს მომავლის დათვალიერებას აწყობს და იმედია, გიორგი გაგუას მიეცემა შანსი, ბოლო ტურში თავი გამოიჩინოს.

გიორგი გაგუას „ალავესი ბ“-მ ტერსერა დივიზიონი მოიგო. გიორგიმ ბოლო ტურში „ურდულისთან“ შეძლო გოლის გატანა. 2021-2022 წლების სეზონში 21 წლის თავდამსხმელმა 32 მატჩიდან 19-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, 6 გოლი გაიტანა და 5 ყვითელი ბარათი მიიღო და სეზონის ლიგის ჩემპიონის ტიტულითა და ახალგაზრდული პრიმერადივიზიონის საგზურით დაასრულა.