კოპა ამერიკის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი, მაგრამ მასპინძელი ქვეყანა, შესაძლოა, შეიცვალოს.
სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის მასპინძელი კოლუმბია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში განვითარებული არეულობის ფონზე, დიდია ალბათობა, რომ კოპა ამერიკა სულ სხვა სახელმწიფოში ჩატარდეს, – იუწყება TNT Sports.
გამოცემის ინფომაციით, კონმებოლი (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია) უახლოეს პერიოდში განიხილავს კოპა ამერიკის კოლუმბიაში ჩატარების მიზანშეწონილობას და ალტერნატიულ გზებს მოიძიებს. აღნიშნულია, რომ კოპა ამერიკის მასპინძლობის ყველაზე რეალური კანდიდატი არგენტინაა.