შესაძლოა, გერმანიაში სეზონის განახლება გადაიდოს
შესაძლოა, გერმანიაში სეზონის განახლება გადაიდოს

ბუნდესლიგის ხელმძღვანელობა განიხილავს სეზონის განახლების ვადის გადატანას კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო.

როგორც გამოცემა „კიკერი“ წერს, ქვეყანაში გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი. ამასთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეიძლება ისევ გაამკაცროს ქვეყანაში საკარანტინო ზომები. იტყობინებიან, რომ ხუთშაბათს გაიმართება მთავრობის სხდომა, რომლის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას კარანტინის ახალ ვადებზე.

გერმანიის საფეხბურთო ლიგა ჩემპიონატის განახლებას 9 მაისს გეგმავს. მატჩები უნდა გაიმართოს მაყურებლების გარეშე, ფეხბურთელები კი თამაშებისას ნიღბებით იქნებიან.