„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, შესაძლოა „ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტი შეცვალოს, – იუწყება La Gazzetta dello Sport.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, კლუბის მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის შედეგებით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს მის შეცვლას გეგმავს, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად კი სწორედ გასპერინი მოიაზრება.
სპალეტის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ ორი წლის შემდეგ იწურება და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, ნეაპოლურ კლუბს მწვრთნელისთვის 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
იტალიურ მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია, ფაქტობრივად, არის „ნაპოლის“ ფეხბურთელი და მას უკვე მაისურის ნომერიც შეურჩიეს.