შესაძლოა, ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებულ „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგაში მოპოვებული ქულები ჩამოერთვას #1TVSPORT
შესაძლოა, ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებულ „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგაში მოპოვებული ქულები ჩამოერთვას #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგა „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური ფეარ პლეის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს, – იუწყება Sky Sport-ი.

გამოძიება ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ინგლისის ჩემპიონატის ხელმძღვანელები მანჩესტერულ კლუბს ფინანსურ მაქინაციებში სდებენ ბრალს, რომელიც 100-ზე მეტ კონკრეტულ შემთხვევას აჭარბებს. „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის პერიოდი 2009- 2018 წლებს მოიცავს.

თუ კლუბს ფინანსური დანაშაული დაუმტკიცდა, „სიტის“ რამდენიმე სერიოზული სასჯელი ემუქრება, მათ შორის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მოპოვებული ქულების ჩამორთმევა.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და გათამაშების ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება.