შესაძლოა, ესპანეთის ახალი ჩემპიონატი სექტემბერში დაიწყოს
შესაძლოა, ესპანეთის ახალი ჩემპიონატი სექტემბერში დაიწყოს

2020-21 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი, შესაძლოა, სექტემბერში დაიწყოს, – ამის შესახებ წერს გაზეთი „მარკა“.

26 მარტს, ლა ლიგას ხელმძღვანელობამ და ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციამ განიხილეს სიტუაცია ჩემპიონატის შეჩერებასთან დაკავშირებით. წლევანდელი სეზონი, შესაძლოა, განახლდეს მაისის შუაში და ამ შემთხვევაში, მომდევნო სეზონი სექტემბერში დაიწყება. ამასთან, ახალ ჩემპიონატში არ იქნება შობისა და ახალი წლის ტრადიციული პაუზა.

ესპანეთის ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული კორონავირუსის პანდემიის გამო. ესპანური კლუბების ფეხბურელები კარანტინში იმყოფებიან.