შერმადინმა ვალენსიაში 6 ქულა ჩააგდო - „ტენერიფე“ სეზონში მეექვსედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი შერმადინმა პირველი მატჩი ვალენსიაში გამართა. ამავე სახელწოდების გუნდთან გიორგის „ტენერიფე“ თანაბარ ბრძოლაში ბოლო წამებზე დამარცხდა – 72:77.
გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მატჩი 6 ქულით, 3 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. „ტენერიფეში“ პირველი მატჩი გამართა არგენტინელმა ლეანდრო ბოლმარომ (9 ქულა), რომელიც „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, ბოლო წლებში კი NBA-ში გამოდიოდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა.
„ტენერიფეს“ 20 მატჩის შემდეგ 14 მოგება, 6 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზეა. ესპანეთის ლიგაში მომდევნო შეხვედრას 11 მარტს „ხივენტუდის“ წინააღმდეგ გამართავს.