შერმადინმა სარდინიაზე 6 ქულა ჩააგდო, „ტენერიფემ“ - მესამე პერიოდი (ვიდეო)
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეორე მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები სარდინიას ესტუმრნენ და „დინამო სასრისთან“ 72:92 დამარცხდნენ.
პირველი ტაიმის შემდეგ ასეთ შედეგს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რადგან თამაშის სადავეები ხელთ ტენერიფელებს ეპყროთ და ათი ქულითაც ლიდერობდნენ. თუმცა მესამე პერიოდი მათ აშკარად ჩააგდეს, 7:29 წააგეს და მეოთხეში სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლეს.
გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
„ტენერიფე“ უახლოეს მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში 8 ნოემბერს „ბეტისთან“ გამართავს.