შერმადინმა მაკფადენის „ბურგოსი“ დაამარცხა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში „რეალს“ შეხვდება [ვიდეო]
მადრიდში ესპანეთის თასის გათამაშება დაიწყო. პირველ მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელის თად მაკფადენის „ბურგოსს“ დაუპირისპირდა. უკეთ ჩატარებული მეორე ტაიმის გამო ტენერიფელებმა მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს () და თასის ნახევარფინალში გავიდნენ.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, 23 წუთში 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
თად მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 27 წუთში 9 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი მოაგროვა.
„ტენერიფე“ ნახევარფინალში „რეალის“ შეხვდება, რომელმაც მეოთეხდფინალში „ვალენსიას“ სძლია.