წარმატებული უქმეები ჰქონდათ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში.
„უნიკახას“ ცენტრი გიორგი შერმადინი საუკეთესო იყო „გრან კანარიას“ წინააღმდეგ. ქართველმა 10-დან შვიდი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა დაუმატა. „უნიკახამ“ 89:76 მოიგო.
ასევე მოიგო მეოთხე ტურში „ბასკონიამ“, რომლის რიგებში თორნიკე შენგელიამ 9 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, მისმა გუნდმა კი სტუმრად გაანადგურა „ფუენლაბრადა“ – 110:60.
„უნიკახასა“ და „ბასკონიას“ ოთხი ტურის შემდეგ სამ-სამი მოგება აქვთ და მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფენ. ოთხ-ოთხი მოგებით პირველ ორ ადგილზე „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან.