შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალი 8 ქულით გახსნა, „ბარსელონამ“ - მოგებით #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალი გიორგი შერმადინმა 8 ქულითა და 4 მოხსნით გახსნა. მან „ბარსელონასთან“ მოედანზე 18 წუთი გაატარა, მეოთხე პერიოდში აღარ უთამაშია.
მიზეზი გასაგებია – კატალონიელებმა მესამე პერიოდშივე გადაწყვიტეს გამარჯვებულის ბედი და მწვრთნელმა გიორგი მომდევნო შეხვედრისთვის დაზოგა.
პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მესამე ათწუთეულში კი „ბარსელონას“ კალათბურთელებმა პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით სტყორცნეს და მეოთხედი 40:18 მოიგეს. მათ საბოლოოდ 32-დან 17 სამქულიანის რეალიზება მოახერხეს და 105:63 გაიმარჯვეს.
ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი ტენერიფეზე 9 ივნისს გაიმართება.