გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში პირველი მაყტჩი გამართა – დანიის „ბაკენ ბეარს“ უმასპინძლა და 98:73 გაიმარჯვა.
წარმატებაში დიდი წვლილი ქართველმა თავდამსხმელმა შეიტანა, რომელსაც ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა: 21 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება. გიორგიმ მაღალი სიზუსტით სტყორცნა – 13-დან 10 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
მარგი ქმედების კოეფიციენტი ისეთი ჰქონდა (34), თამამად შეუძლია განაცხადი გააკეთოს ტურის საუკეთესოობაზე. „ტენერიფეს“ ვიცე-ბომბარდირი, 14 ქულით კავანოგი გახდა. „ბაკენში“ კი 24 ქულა პეტერსონმა ჩააგდო.