შერმადინმა „ბასკონია“ დაამარცხა და ხეტაფეს თასის ფინალშია #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ხეტაფეს თასის ნახევარფინალში წარმატებით იასპარეზა და ფინალში „ფუენლაბრადას“ შეხვდება.
1/2 ფინალში ტენერიფელების მოწინააღმდეგე თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი „ბასკონია“ იყო, რომელიც კუნძულელებმა 81:67 დაამარცხეს.
გამარჯვებაში 9-ქულიანი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 14 წუთში 9 ქულას 3 მოხსნა და 1 პასი მიამატა. ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი ფრან გუერას ჰქონდა – 14 ქულა.
ხეტაფეს თასის ფინალი, „ტენერიფე“-„ფუენლაბრადა“ კვირას გაიმართება.