შერმადინის უნიკახამ ფუენლაბრადა დაამარცხა | ლიგა ენდესა
შერმადინის უნიკახამ ფუენლაბრადა დაამარცხა | ლიგა ენდესა

გიორგი შერმანიდის „უნიკახა“ „ლიგა ენდესას“ მეორე ტურში „ფუენლაბრადას“ ესტუმრა და მეტოქე 93-79 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 17 წუთი და 12 წამი დაჰყო და საკუთარ გუნდს 9 ქულა მოუტანა. მან ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო.

სტუმრების რიგებში საუკეთესო ჯეიმ ფერნანდესი იყო, რომელმაც 28 ქულას, 6 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

„უნიკახამ“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ორი შეხვედრიდან ორივე მოიგო, ოთხი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.