შერმადინის „ტენერიფემ“ „რეალთან“ ესპანეთის თასის ნახევარფინალი დათმო [ვიდეო]
„ტენერიფე“, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს ესპანეთის თასის ნახევარფინალში „რეალთან“ 79:85 დამარცხდა. მადრიდელებმა, სათამაშო კლასის წყალობით, ბოლო წუთებში შანსი არ დაუტოვეს კუნძულელებს.
„რეალის“ მწვრთნელის პაბლო ლასოს ტაქტიკამ გაამართლა – ისინი პირველივე წუთებიდანვე ყველანაირად ზღუდავდნენ ქართველი ცენტრის თამაშს. გიორგი მიიღებდა თუ არა ბურთს მაშინვე ორი დამცველი ავიწროვებდა, ფარზე ტავარესი კეტავდა…
მოედანზე გატარებულ 13 წუთში ქართველი მხოლოდ 1 ქულისა და 3 მოხსნის დასჯერდა. მის თანაგულდელთაგან მარსელინიო უერტასი გამოირჩა, რომელმაც 24 წუთში 22 ქულისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოასწრო.
გიორგი მადრიდიდან საქართველოში გამოემგზავრება. შეგახსენებთ რომ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს თებერვალში ორი მატჩი აქვს გასამართი ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე – 19-ში სერბეთს, ხოლო 21-ში ფინეთს ვმასპინძლობთ.