ესპანელებმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვეს (40-21). ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გიომ 19:48 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 21 ერთეული შეადგინა. ამ მაჩვენებლით შერმადინი მხოლოდ თანაგუნდელ სანტიაგო იუსტას ჩამორჩა, რომელმაც 31 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
9 თებერვალს დაგეგმილ ფინალურ მატჩში ტენერიფელთა მეტოქე იტალიური „ვირტუს ბოლონია” იქნება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში არგენტინულ „სან ლორენცოს” 75:57 სძლია.