გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ესპანურმა გუნდმა „რიგის ვეფ-ს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად, 92-59 დაამარცხა.
„ტენერიფეს“ მომდევნო ეტაპის საგზური გარანტირებული აქვს, აქედან გამომდინარე მთავარმა მწვრთნელმა შერმადინს დასვენების საშუალება საფუძვლიანად მისცა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე სულ 08:20 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე შვიდი ქულა და ერთი მოხსნა დააგროვა. გიორგი ბოლო ორ პერიოდში საერთოდ არ შესულა პარკეტზე.
„იბეროსტარ ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგაზე 11 მოგება და ორი მარცხი აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურის შეხვედრას შერმადინის გუნდი 4 თებერვალს „ბამბერგის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.