შერმადინის საუკეთესო მატჩი კარიერაში - „ტენერიფემ“ „გრან კანარია“ დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო პირველობაზე ქართული დერბი გაიმართა – გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ შეხვდა და 21 ქულით, 100-79 მოუგო.
მატჩი გიორგი შერმადინის ბენეფისად იქცა: მან 32 ქულა, ცხრა მოხსნა, სამი ჩაქჭრა და ერთი პასი მიითვალა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 42 ჰქონდა, რაც ქართველის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, მან 12 ქულა დააგროვა. ბექამ რვიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო.
14 ტურის შემდეგ ტენერიფეს 18 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, გრან კანარია კი 14 წულით მეთორმეტეა.