საქართველოს ნაკრების ცენტრის მორიგი შესანიშნავი მატჩი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში. „ტენერიფემ” სტუმრად „ხუვენტუტთან” 77-73 წააგო.
შერმადინი კი საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ 26:08 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 იყო, რაც ტენერიფლეთა შორის საუეკთესო შედეგია.