ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ მე-18 ტურის მატჩები გაიმართა. შეხვედრა გამართა „უნიკახამაც“ რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს.
მალაგელებმა „ბარსელონასთან“ სტუმრად 94-83 წააგეს. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:14 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 8 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც გუნდში მეორე შედეგია რაიან ბოათრაითის შემდეგ (17 ქულა, 5 პასი).
„ბარსას“ რიგებში საუკეთესოები 16-16 ქულით ადამ ჰანგა და კევინ პანგოსი გამოდგნენ.
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ბარსელონა“ კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია. მეორე ადგილზე „მადრიდის რეალია“. მესამე პოზიციას კი თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ იკავებს.