შერმადინის 6 ქულა და 5 მოხსნა „მაკაბისთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

„უნიკახამ“ საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაზე მე-10-ე შეხვედრა მოიგო. მალაგურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 83-69 მოიგო. მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი შერმადინმა, აღნიშნულ დაპირისპირებაში 12 წუთი ითამაშა და გუნდს 6 ქულა, 5 მოსხნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 4 დან 2 ორქულიანი და 2 დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ესპანელთა შემადგენლობაში საუკეთესო ნემანია ნედოვიჩი გახლდათ. სერბმა უკანახაზელმა 15 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. 14 ქულა მოაგროვა რეი მაკალუმმა. ჯეიმს აუგუსტინს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ამერიკელმა ცენტრმა 14 ქულა და 9 მოხსნა გაიფორმა. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 23-14 მოიგეს. ამ გამარჯვების შემდეგ ჟოან პლაზას გუნდი სატურნირო ცხრილში მე-10- ადგილზეა და პლეიოფის ზონას ორი გამარჯვებით ჩამორჩება. მომდევნო ტურში მალაგელები ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ სტუმრად შეხვდებიან. თამაში 2 მარტს ჩატარდება. გუშინდელი დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

„ფენერბახჩე“-ოლიმპია“ 89-70
„ოლიმპიაკოსი“-ვაოლენსია“ 80-70
„ცსკა“-„ბასკონია“ 93-86

დღეს, 23-ე ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი გაიმართება