საკალათბურთო ევროთასზე მორიგი შეხვედრა გამართა ესპანურმა „უნიკახა მალაგამ“, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს.
ესპანური კლუბი D ჯგუფის გასვლით შეხვედრაში გერმანულ „ფრანკფურტს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 78-84 სძლია. შერმადინმა მოედანზე გატარებულ არასრულ 16 წუთში – 11 ქულა 4 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
„მალაგა“ D ჯგუფში ექვსი მოგებითა და ერთი მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება.