შერმადინის 10 ქულა - „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT
შერმადინის 10 ქულა - „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის პირველობის 1/4 ფინალურ სერიაში პირველი მატჩის დიდი სხვაობით წაგების შემდეგ გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია მოახერხა – განმეორებით შეხვედრაში „ხუვენტუდი“ 103:76 დაამარცხა.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა კი კანადელმა კაილ ვილტიერმა, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 42 ბალი შეადგინა.

სერია ორ მოგებამდეა. მესამე გადამწყვეტი მატჩი ბადალონაში 31 მაისს გაიმართება.