ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ სტამბოლის „გალათასარაის“ უმასპინძლა და იოლად გაიმარჯვა. ესპანელებმა თურქებს პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობით აჯობეს და დიდ შესვენებაზე უკვე 20-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ცხადია, სტუმრებმა მე-2 ნახევარში ეს ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრეს.
საბოლოოდ, კანარელებმა 85:72 იმარჯვეს და სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მან 23 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა მოიპოვა და მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 9 გამოდგა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოს ჩააგდო.
სამი ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ 2 გამარჯვებით და 1 მარცხით ჯგუფში პირველი ადგილი უკავია, თუმცა იტალიურ „დინამო სასარის“ მე-3 ტურის მატჩი გასამართი აქვს. ესპანური გუნდი მომდევნო შეხვედრაში 15 დეკემბერს, სტამბოლში, კვლავ „გალათასარაის“ დაუპირისპირდება.