შერმადინი სარდინიაზეც საუკეთესოა - „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იტალიაში, „დინამო სასარისთან“ მატჩით დაასრულა. ესპანურმა გუნდმა სარდინიელები მეორე მატჩშიც დაამარცხა – 84:63.
შერმადინი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. მან 19 წუთი ითამაშა, 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
ასევე 16 ქულა ჰქონდა გიორგის თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს.
„ტენერიფემ“ ჯგუფური ეტაპი 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. ესპანურმა გუნდმა ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი გერმანული „ლუდვიგსბურგი“ იყო, რომელმაც „ტენერიფეს“ ორივე მატჩი მოუგო.